საფრანგეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რომელთა ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატების რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა AFP-ის წყაროს ცნობით, საუბარია 35 დიპლომატზე.
მანამდე, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გერმანიამ განაცხადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დიპლომატები ქვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს. მათ ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე აქვთ.