logo
ENG



გერმანიის ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის ქონება პირველად დააყადაღა

21 ივნ 202214:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/ejspqa6xq0ybr00.jpg

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატსა და მის ცოლს სამი კერძო ბინა ჩამოართვა და საბანკო ანგარიში გაუყინა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ავრცელებს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო გაყინულია, არამედ უძრავი ქონება დაყადაღებულია," - განაცხადა პროკურორმა.

სანქცირებული პირი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლებამ ქონება დაუყადაღა, დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწოდებას, ეღიარებინათ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხარი დაუჭირა.


close დახურვა