logo
ENG



გერმანული მოდელი განხილვის მთავარ საკითხად რჩება - ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე

08 დეკ 201922:17
3 წუთის საკითხავი
 
mzhee2n6lx9sd8n.jpg

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის გამართვას და მის შედეგებს ეხმაურება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ გერმანული მოდელი იყო და ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება.

„კვლავ ველოდებით ეუთო-ს დასკვნას. შევთავაზეთ „ქართულ ოცნებასაც“ დაელოდონ და რეკომენდაციები ორივემ შევასრულოთ, რაზეც პასუხის გადატანა ხდებოდა სხვა საკითხზე. გერმანული მოდელი სრულფასოვნად რჩება განრიგში და ეს განიხილება. დიპლომატების შუამდგომლობით მოხდა მისი ცალკეული კომპონენტების ცალკე გამოტანა, როგორიცაა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების კომპონენტი. ამ ცალკეულ კომპონენტთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, განვიხილოთ ეს კომპონენტი ცალკე. შემდეგ შეხვედრაზე მათ უნდა მოიტანონ თავისი ვერსია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების. მთავარია რომ გერმანული მოდელი რჩება მთავარ საკითხად. შემდეგი შეხვედრა როდის იქნება ჯერ არ ვიცი. ამის პარალელურად მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

close დახურვა