logo
ENG



გეჯაძე: ხაჭაპურიძემ განცხადება გააკეთა, რათა პენიტენციურის შუამდგომლობაზე უარი ეთქვათ

22 დეკ 202216:31
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ხაჭაპურიძის მიერ მასზე გაკეთებული განცხადების მიზანი, სასამართლოს მხრიდან ერთიანი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობის უარყოფა იყო. 

"ალბათ, ბატონი შალვა, ბუნებრივია, მოემზადა, პასუხები ჰქონდა წინასწარ გამზადებული, იმ თვალთახედვით, რომ რა არგუმენტების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა სასამართლოს დარბაზში... მოსამართლის დარწმუნება შესაბამისად, რომ ჩვენ საექსპერტო დაწესებულებებს და სამხარაულის სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი და არაობიექტური, მთელი რიგი გარემოებების გამო...  რა ექნა შალვას, მეგობრები ვართ, მე მგონია, რომ ახლაც მეგობრები ვართ და ვიქნებით და ალბათ ბატონი შალვა მერე მიხვდება საერთო, რატომ გააჟღერა ამ კონტექსტში ჩემი გვარი და ჩვენი საექსპერტო დაწესებულება ცუდ კონტექსტში. მთლიანობაში, მარტივად, რომ ვთქვათ, მან ამ საწადელს მიაღწია და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ჩემთან მიმართებაში გაკვირვებული ვარ და გაოგნებული, ამასაც რბილად ვამბობ."- ამბობს გეჯაძე.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის ჩართვა გამორიცხულია.

ადვოკატის განმარტებით, გეჯაძემ მასთან საუბარში თქვა, რომ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, დასკვნაში იმას დაწერს, რასაც "შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკავენ".

ამაზე ადვოკატმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი და გეჯაძის დიალოგის ფარული ჩანაწერები არსებობს, სადაც ექსპერტი ასევე ადასტურებს, რომ ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზაშიც ის დასკვნა დაიდო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს "აწყობდა".


close დახურვა