logo
ENG



გვარამია: აგვიხსენით რატომ აწამებენ უკანონოდ დაკავებულ პირებს

19 ნოე 201920:43
3 წუთის საკითხავი
 
6y4quem2pq0x4bf.jpeg

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებული პირების მხარდასაჭერად „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. 

გვარამიას კითხვები აქვს სასამართლოსთან და აინტერესებს რატომ იხილავს 37 ადამიანის საქმეს 1 მოსამართლე, რითიც დაკავებულების საქმეების განხილვა ჭიანურდება. 

„რატომ არ იხილავენ საქმეებს სხვა მოსამართლეები? აგვიხსენით რატომ აწამებენ აქ უკანონოდ დაკავებულ პირებს? თუ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დღესვე დაამთავრონ პროცესები, რატომ არ უშვებენ ამ ადამიანებს და იბარებენ მოგვიანებით საქმის განხილვის გასაგრძელებლად. ჩემი აქ მოსვლის მიზეზია ჩემი უკანონოდ დაკავებული დაცვის წევრების მხარდაჭერა, მე ვაპირებ პროცესზე მათი უფლებების წარდგენასაც. ასევე ვგულშემატკივრობ ვინც უკანონოდაა დაკავებული," - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას 37 პირი დააკავეს. დაკავებულთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. პროცესზე უკვე რვა დაკავებულის პროცესი გადაიდო 2 საათით. თუმცა, ადვოკატებისთვის წარმოუდგენელია თუ როგორ უნდა წარმოადგინონ ორ საათში დამატებული მტკიცებულებები. 

 


close დახურვა