logo
ENG



გვარამია: ლელოსთან ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება

09 ივლ 202415:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/qiu9yk5w8xchsrv.png

ნიკა გვარამიას თქმით, პოლიტიკური გაერთიანება ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ლელოსთან შეთანხმება განსხვავებული შეხედულებების გამო ვერ ხერხდება.

"ლელო ჩვენ ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად მიგვაჩნია. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ამით პროცესი არ იკეტება და ბუნებრივია, მოლაპარაკებები გაგრძელდება", - განაცხადა გვარამიამ.

ლელოს მიმართ პოზიცია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მათ საერთო ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

"მინდა, დავაფიქსირო ჩემი უკიდურესი პატივისცემა ლელოს მიმართ, მე მათ განვიხილავ პარტნიორებად, მეგობრებად, თანამებრძოლებად და მათ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ საერთო ბრძოლაში", - აღნიშნა ხოშტარიამ.

პოლიტიკური გაერთიანება ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

ნიკა გვარამიას თქმით, ერთიანდებიან, რათა, საქართველოს ჩამოაშორონ რუსული გავლენები, "სახლში გაუშვან ბიძინა ივანიშვილი", ხოლო მოქალაქეებმა უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში იცხოვრონ. 

 

 

close დახურვა