logo
ENG



გვარამია: რეპრესიების ტალღა დაიწყო, დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო

01 დეკ 202016:52
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/01/hh45dqgxtp3oocm.jpg
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. Facebook-ის გვერდზე იგი წერს, რომ ამით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო". მისივე ვარაუდით, ამ საქმეს მმართველი პარტია "სავაჭრო თემად" გამოიყენებს ოპოზიციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს.
 
"ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია, ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში.
 
ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი", - წერს ნიკა გვარამია.
 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 


close დახურვა