logo
ENG



გვარამიამ პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

23 ივნ 202300:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/23/qdj6y91h898qta9.jpg

ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

გვარამიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზურაბიშვილი "არ უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში" და "უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი".

"ის არ უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს, უფრო სწორად, მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის ვიდრე სააკაშვილი პატიმრობაშია. 

ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუ არსებობს ეჭვები მის ჯანმრთელობაზე, ჯობია ეს ეჭვები "სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს და არა სიკვდილის".

"უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის მანამ, სანამ სააკაშვილი არის უსამართლო პატიმრობაში. მოდით არ შევაფასოთ სამართლიანში თუ უსამართლოში, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით. ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, ჯობია, რომ ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავშიც, მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმაც. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ ეს სიცოცხლის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჯობია რომ შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ და არა სიკვდილის სასარგებლოდ" - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 


close დახურვა