სასამართლომ ნიკა გვარამიასთან, გიგი უგულავასთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებული საქმეების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვაც განაახლა.
ოქრუაშვილის ინფორმაციით, განხილვა 14 დეკემბრიდან გაგრძელდება.
გამარჯვებული საქართველოს ლიდერს გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ოქრუაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ჩამოთვლილ საქმეზე განხილვები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. ნიკა გვარამიაც და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც საქმეების განახლებას რეპრესიების მორიგ ტალღად აფასებენ.