logo
ENG



გვენეტაძე: საბანკო სისტემა დღეს გამოწვევას ძალიან მომზადებული ხვდება

28 მარ 202023:17
3 წუთის საკითხავი
clock 313

"საბანკო სისტემა დღეს ამ გამოწვევას ხვდება ძალიან მომზადებული",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემის გამართულობა იძლევა გარანტიას იმისა, რომ მათ შორის დაცული იქნება საბანკო დეპოზიტებიც.

"ძირითადი მაჩვენებლები ძალიან კარგია და ესაა იმის შედეგი რომ გვქონდა გონივრული საზედამხედველო ღონისძიებები. მათ შორის საუბარია კაპიტალზე, ლიკვიდობაზე. ამავე დროს უმოქმედო სესხები ისტორიულად დაბალ დონეზეა, რაც ასევე დაეხმარება ამ მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ახლა ამას უნდა გავუმკლავდეთ და ჩვენ ვართ მომზადებული. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი მზაობა არის გარანტია იმისა, რომ დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია ბანკებში, იყოს დაცული. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამასთან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საკრედიტო აქტივობა. ის, რომ ახლა უსაფრთხოების ბალიშები, აბუ ბუფერები გვაქვს, გვაძლევს საშუალებას გავუმკლავდეთ პრობლემებს და საბანკო სისტემამ შეძლოს ბიზნესის დაფინანსება",-განმარტა გვენეტაძემ. 


close დახურვა