logo
ENG



გვითხრან, რას ეწინააღმდეგება გერმანული მოდელი - ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებებს ელის

16 ნოე 201917:21
3 წუთის საკითხავი
 
gbcc764v6ge3ic9.png

მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს ტყუილს უწოდებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, საკონსტიტიუციო ცვლილებების გატარება გერმანულ მოდელს არ სჭირდება. ასევე ოპოზიცია  ხელისუფლებისგან დაკონკრეტებას ითხოვს, რას გულისხმობენ უმრავლესობის წევრები, როცა გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რადგან მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება.

"აქ მთავარი საკითხია კიდევ ერთხელ უტიფარი სიცრუე ნათქვამი საზოგადოებისთვის, რომ გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას. გვითხრან, რაში ეწინააღმდეგება. 77 მაჟორიტარი  უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ესაა ის რეგულაცია, რა ჩარჩოშიც უნდა ვიყოთ. მიზეზი ამ გადაგდების იყო ის, რომ აგებენ არჩევნებს. კონსტიტუციას მოიმიზეზებენ თუ ავად ყოფნას, ახლა ამას მნიშვნელეობა აღარ აქვს", - განმარტავს "ევროპული საქართელოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

"ნაციოანალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს. 

"ლეგიტიმაცია რომ დაკარგა, გასაგებია. ადეკვატურობაც დაკარგული აქვს. რეალურად, პროპორციული სისტემა, მათ შორის, გერმანული მოდელი მოსწრებადია და არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მაგრამ ისინი კანონს არ უყურებენ, არამედ უყურებენ იმას, რომ საზოგადოებასთან დამაკავშირებელი ძაფი არ აქვთ", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დავით ზურაბიშვილის თქმით, არსებულ მოცემულობაში ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცალსახად მნიშვნელოვანია.

"მთავრობა გააკეთებს იმას, რასაც ეტყვის ივანიშვილი. აქ ერთი ადამიანი იღებს მხოლოდ გადაწყვეტილებას. გერმანულ მოდელს არანაირი საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდებოდა და ნებისმიერი პირველკლასელი იურისტი იტყვის ამას. დანარჩენი უკვე ჩვენზეა", - განმარტავს დავით ზურაბიშვილი. 


close დახურვა