logo
ENG



გზავნილი საფრანგეთიდან - პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობაზე

10 ნოე 202320:24
3 წუთის საკითხავი
 

მომავალი საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. საქართველოს პრეზიდენტი ელოდება, რომ შესაძლოა მომდევნო მთავრობა კოალიციური იყოს. ასეთი შესაძლებლობა კი დამოკიდებული იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. არჩევნებზე ზურაბიშვილმა ევროკავშირის კონტექსტში ილაპარაკა, რომ საჭიროა პარტნიორების მეტი ჩართულობა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორედ დემოკრატიულ არჩევნებზეა მიბმული შესაძლებლობა, გადადგამს თუ არა ქვეყანა მომდევნო ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე და გაეხსნება თუ არა გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოლაპარაკებების კარი.


close დახურვა