logo
ENG



გია ნოდია: გერმანული მოდელის უარსაყოფად ხელისუფლებას საფუძველი არ აქვს

18 ნოე 201921:17
3 წუთის საკითხავი
 
jvtjlzwg7cq8xbf.jpg

პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, ქვეყანაში მორალური კრიზისია - როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან.

„მმართველმა პარტიამ ქვეყანა გადაიყვანა კრიზისში. ამ კრიზისის მთავარი კომპონენტი არის მორალური - ეს არის ხელისუფლება, რომელმაც სრულიად დაკარგა ნდობა და მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. საზოგადოებაც ჩაყენებულია ძალიან რთულ სიტუაციაში - რა უნდა გააკეთო, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩე და ამავე დროს ღირსება არ დაკარგო. ეს ძალიან სახიფათო მომენტია, როდესაც მორალურად საფუძველმოკლებულია ხელისუფლება, დაკარგული აქვს მორალური ლეგიტიმურობა. ახლა მთავარია საღი აზრის შენარჩუნება - ის, რაც მოხდა, არავის უწინასწარმეტყველებია. პარლამენტის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ ყველაფერი ხდება სპონტანურად. გერმანული მოდელის უარსაყოფად ხელისუფლებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ის ამბობს რაღაც სისულელეს, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ამის საფუძველი არ არსებობს და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც მთავრობა უნდა წავიდეს“ - გია ნოდია.

ამის შესახებ გია ნოდიამ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.


close დახურვა