logo
ENG



გიგა ბოკერია: ეს არის ხელწერა ავტორიტარული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან

24 იან 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

"ეს არის ხელწერა ავტორიტარული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან" - ასე ეხმაურებიან საკრებულოში მომხდარ ინციდენტს "ევროპულ საქართველოში". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და ამ ძალადობისთვის არავინ დაისჯება.

"ეს რეჟიმი აგონიასა და ისტერიკაშია. ასევე ეს არის ეროვნული ამოცანა, რატომ არის ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი კლიმატის მოშორება აუცილებელი. დაუსჯელობით ძალადობაა",-აცხადებს ბოკერია. 

გიგი უგულავას თქმით, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც ხაბეიშვილი სცემა ქუჩის ბიჭია და მათგან მსგავსი საქციელი გასაკვირი არაა. 

"თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც უნდა გავიტანოთ, რადგან რაც უფრო დიდი ხანი დარჩება, მით მეტად ყროლდება როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის რეჟიმი. ფურთხის ღირსია ყველა ის ტურა, ვინც ხაბეიშვილი სცემა. არ გესმით, რა არის დეპუტატი. ჩვეულებრივი, არ შემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ და რამდენიმე თქვენგანი პირდაპირ კალაძის შნირი ხართ",-აცხადებს უგულავა. 


close დახურვა