logo
ENG



გიგა ბოკერია ქართულ ოცნებას მიმართავს: მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს

29 მაი 202016:39
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისთვის თანხის გამორჩევა გაიზარდა.

მისი განცხადებით, ქართული ოცნება ხალხისთვის მეტი ფულის წართმევით არის დაკავებული.  

„ბატონო პრემიერო, თქვენ იმდენი სიცრუე თქვით მონაცემები როდესაც მოგქონდათ გუშინ, რომ გამიჭირდა ამორჩევა მაგრამ სულ რამოდენიმეს მოგახსენებთ. 

გუშინ თქვენ აქ აბსოლიტურად უტიფრად გვეუბნებოდით, რომ საგადასახადო ტვირთით და სახელმწიფო ზომით ჩვენ ვართ მეორე, მესამე ადგილზე. ვინ მოგაწოდათ ეგ მონაცემები? მე დაგიტოვებთ აქ „Heritage Foundation“-ის მონაცემებს, ის ყველა გადასახადს გულისხმობს და ტვირთით 118 ადგილზე ვართ თუ ყველა გადასახადს აიღებთ და სახელმწიფო ზომით 81-ზე თუ 83-ზე. ვინ მოგატყუათ? ​ამდენი ქვეყანაა ჩვენზე წინ, ნაკლები აქვს საგადასახადო ტვირთიც და სახელმწიფო ზომაც.

ყველამ რომ გაიგოს რაზე ვლაპარაკობ აგიხსნით. ყველა ადამიანს მათ მიერ შექმნილი 100 ლარიდან თითქმის 24 ლარს ართმევთ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ ფიქრობთ გაიზარდა რაოდენობა იმისი თუ რამდენ ფულს ართმევთ მოსახლეობას თუ შემცირდა? - გაიზრდა. 

ეხლაც იგივე განწყობაზე ხართ, რომ მეტი ფული გინდათ წაართვათ ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 


close დახურვა