გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიი კალანდაძე გერმანიის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ფორმულას ინფორმაციით, მორიგი პროცესი სამ კვირაში გაიმართება, რომელზეც გადაწყდება მისი ექსტრადირების საკითხი.
ის ამჟამად ბერლინში რჩება.
კალანდაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 6 იანვარს გახდა ცნობილი.
საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ბერლინში 19 დეკემბერს დააკავეს. კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა.
დაკავებიდან მეორე დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.
საგამოძიებო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.