ვარკეთილის ბაზრობის ყოფილი მეწილის, ზანდა მსხვილაძის უფლებადამცველი შესაძლო დივერსიაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი გიგი სისვაძე ამბობს, არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარი ბაზრობაზე განზრახ გააჩინეს.
ეჭვები ყოფილ მეწილეს სხვადასხვა მიზეზების გამო გაუჩნდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ვარკეთილის ბაზრობა მრავალფუნქციურ კომპლექსს უნდა ჩაენაცვლებინა. როგორც ზანდა მსხვილაძის უფლებადამცველი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ მრავალფუნქციური კომპლექსის მაკეტიც აქვს ნანახი.
„მხოლოდ ეჭვი და ვარაუდი გვაქვს რადგან დაპირისპირებაა დომინანტ დამფუძნებლებს შორისაც. ამ ბაზრობის ირგვლივ არსებობს რამოდენიმე ვერსიაც. არსებობს მაკეტი და უნდათ ამ ბაზრობის დანგრევა. იყო საუბრებიც თითქოს იყო ინვესტორი ვისაც აქ მშენებლობის განხორციელება უნდოდა“, - აცხადებს ადვოკატი გიგი სისვაძე.