გათავისუფლების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პარტიის ოფისში დღეს პირველად მივიდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, მთავრობა ამ მხრივაც არაადეკვატურად მუშაობდა.
"კორონავირუსის დროს ხელისუფლებამ იმუშავა, როგორც სამოსანმა. ოროსანი ხელისუფლებისთვის სამიანი კომპლიმენტია. ხელისუფლება არაადეკვატურია თავის გადაწყვეტილებებში".
უგულავამ ოპოზიციური ერთობის აუცილებლობაზეც მიანიშნა: "ბურთი ოპოზიციის მხარეს არის. ჯამურად ოპოზიცია მოუგებს ქართულ ოცნებას, მთავარია, რომ ეს ერთობა და თანხმობა პრინციპულ საკითხებზე შედგეს, რაც ბუნებრივად გულისხმობს, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის კოორდინაციას. ამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს" - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.