logo
ENG



გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ

11 დეკ 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
xgjb3ro9g0k63uk.png

გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს ორი პირი დაესხა, რომელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპოპორტში  ევროპული საქართველოს ლიდერებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მე და გოკა გაბაშვილი ვიყავით უკვე აეროპორტის შიდა მოსაცდელში და ამასობაში ვიღაც ორი ტიპი დაგვესხა თავს. ჯერ ერთი მოვიდა და დაიწყო გინება, შემდეგ კი მეორე მოვიდა და დაიწყო ჩვეულებრივი ჩხუბი. პოლიცია მოვიდა და გვითხრეს, რომ დააკავეს, მაგრამ ვინ არიან ესენი არ ვიცით. ესაა დაუსჯელობის კლიმატი, რაც წახალისებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ. მას აღარ აქვს ძალა გაუმკლავდეს განსხავავებულ აზრს და ასე იქცეოდა ასლან აბაშიძე თავის დროზე, რომელმაც დაამთავრა რუსეთში ეს ყველაფერი. მძიმე დაზიანებები არ გაქვს",-აცხადებს უგულავა.

  

 


close დახურვა