„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას რამდენიმე ინიციატივით მიმართავს.
პარტიის გენერალური მდივანი ხელისუფლებას მოუწოდებს უფრო მკაცრი და ხისტი პოლიტიკა გაატაროს, რათა კიდევ უფრო არ მოხდეს ფასების ზრდა პირველადი მოხმარების ნივთებზე, სურსათსა და მედიკამენტებზე.
ასევე, დაუწესდეს შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა მათ დასაქმებული პირებისთვის ხელფასის ანაზღაურება შეძლონ. პარტიის ერთ-ერთი ინიციატივა კომუნალურ გადასახადზე შეღავათის დაწესებასაც ითვალისწინებს.
„იმისათვის, რომ მოსახლეობას შეეძლოს სახლში დარჩენა, აუცილებელია შეღავათები დაუწესდეს მცირე და საშუალო ბიზნესს. ერთი თვით გადავადდეს ან საერთოდ გაუქმდეს გადასახადები. ესენია: დამატებითი ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.