logo
ENG



გიგლა მიქაუტაძე: ოცნება წელს მმართველობას გასსმაგებული ვალით დაასრულებს

10 ივნ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

"ქართული ოცნება" მმართველობას სამჯერ გაზრდილი - 27 მილიარდი ლარის ვალით ასრულებს - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან  2020 წლის განახლებულ ბიუჯეტთან, უმუშევრებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებასთან და ქვეყნის გაზრდილ საგარეო ვალთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოიტყუეს, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიას დააბრალეს. მისივე თქმით, უმუშევრებისთვის განკუთვნილ 200 ლარიან დახმარებას ვერ იღებენ ადამიანები, ვინც მარტის ხელფასი აპრილში მიიღო.

"გუშინ ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა მორიგი ტყუილი განაცხადეს და კვლავ შეეცადნენ ნაცარი შეეყარათ ჩვენი მოსახლეობისთვის, როცა დაუსვეს კითხვა შემცირებულ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. პანდემიის კავშირი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან მიზერულია. მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო უფრო და უფრო უარესდება. 3 თვე დასჭირდა მთავრობას იმისთვის, რომ შეეცვალა ბიუჯეტის მონაცემები. გვქონდა მოლოდინები, რომ მნიშვნელოვან ეკონომიას გააკეთებდა კრიზისის გამო. საბიუჯეტო ხელფასები კი შეიმცირა მხოლოდ 57 მლნ. ლარით. ოცნება წელს მმართველობას დაასრულებს მთავრობის გაასმაგებული ვალით და ესაა საბოლოო ჯამში, ამ რვა წლიანი მმართველობის შედეგი",-აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.



close დახურვა