logo
ENG



გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში დღეს ნოდარ მელაძეს გამოკითხავენ

24 ივნ 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

„TV პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში 11:00 საათზე უნდა მივიდეს.

საქმე ეხება ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. მელაძის თქმით, მასთან კითხვები გაჩნდა „TV პირველის“ ეთერში გასული ჟურნალისტურ გამოძიების შემდეგ, რომელიც ვასამბეკ ბოკოვს ეხებოდა.

„გუშინ დამიკავშირდა გამომძიებელი, რომ დღეს უნდა გამოვცხადდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. საქმე ეხება გიორგი გაბუნიაზე დაგეგმილი თავდასხმის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. ამ გამოძიების ფარგლებში გაჩნდა კითხვები ჩემთან. როგორც გამომძიებელმა განმარტა, საქმე ეხება ჩვენ ეთერში გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას. რთულია წინასწარ განჭვრიტო რა კითხვები ექნება სუს-ს. სავარაუდოდ, თუ ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, კანონით მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ჟურნალისტებს არ გვაქვს ვალდებულება გავამხილოთ წყარო, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია. თუ სხვა დეტალებით დაინტერესდება სუს-ი, შესაძლოა მოვითხოვოთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.


close დახურვა