logo
ENG



გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს

19 ივნ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 
lqmswcixwz2rff2.png

 

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მიიღებენ თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.

„შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც უნდა მოვილაპარაკო ჩემს ადვოკატთან. უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს. უნდა შევაფასოთ საფრთხეები და დღეს ასე მოხდა, რომ დაცვა შემოგვთავაზეს. თუ გინდა სახელი და გვარიც შეიცვალეო და ყველანაირი დაცვა შემომთავაზეს. მოვილაპარაკებთ ადვოკატთან“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 

 

 


close დახურვა