საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, მან საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს უპასუხა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რამდენად რთულია სრული დემოკრატიული პროცედურების დაცვით, ქვეყნის წარმატებულად მართვა.
„დაჭერების დაანონსება არ ვიცი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმაზე, რამდენად რთულია სრული დემოკრატიული პროცედურების დაცვით, ქვეყნის წარმატებულად მართვა. ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმსაც გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ“, - განაცხადა გახარიამ.