logo
ENG



გიორგი გახარია TANAP-ის მილსადენის დასრულების ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო

01 დეკ 201911:38
3 წუთის საკითხავი
 
61psztmn92xh90t.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის დასრულების ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული მილსადენით ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით გაივლის. პროექტის ღირებულება 10 მილიარდი ამერიკული დოლარია. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს.


close დახურვა