საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
კითხვას - ხომ არ განიხილეს გიორგი რურუას საკითხი შეხვედრის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის "სამუშაო შეხვედრები პრემიერსა და სალომე ზურაბიშვილს შორის პერიოდულად იმართება".