საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
როგორც გიორგი გახარია ტვიტერზე წერს, ბაიდენი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია.
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - წერს გიორგი გახარია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით კი მთელ მსოფლიოს დღეს დემოკრატიული ამერიკა სჭირდება. პრეზიდენტმა თავის მილოცვაში კამილა ჰარისის, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტიც აღნიშნა.
„საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთო...მსურს პირადად მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ“,-წერს ზურაბიშვილი.
არჩილ თალაკვაძემ კი მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნებს შორის მომავალი თანამშროლობისთვის.
"გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს... ველით აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას და მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისთვის დემოკრატიის და პროგრესის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნია არჩილ თალაკვაძე.