logo
ENG



გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ფართს ატოვებინებენ

26 ივნ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ფართს ატოვებინებენ. 

პარტიის საქართველოსთვის აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ოფისი მათი გუნდის მხარდამჭერისგან ჰქონდათ ნაქირავები, თუმცა ფართის მეპატრონემ პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა. 

მისი თქმით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ფართის მფლობელზე, სავარაუდოდ, შანტაჟი და ზეწოლა მიმდინარეობს. 

"ჩვენ ამ ადამიანთან გუშინაც გვქონდა კომუნიკაცია და ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი, მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ღიად აფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, იმ შანტაჟისა და დაშინების გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, ამ ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა", - ამბობს ირაკლი მიქელაძე.

პარტიამ საქართველოსთვის ბათუმის რეგიონული ოფისი 14 ივნისს გახსნა. 


close დახურვა