სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს ჩატარდება. ეს ვაშაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა.
როგორც მან აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების თარიღი კანონშიც გაიწერება და დაზუსტდება.
" ქართულ ოცნებას სურს და დაგვიდასტურეს, რომ 2 ოქტომბერს ჩაატარონ არჩევნები. ჩვენ ვუთხარით, რომ სჯობს კანონში იყოს გაწერილი წესი, რომელიც სპეკულირების საშუალებას აღარ მოგვცემს, თუ როდის ჩატარდება არჩევნები, აღარ მოგვცემს. ჩვენი სურვილია, რომ უფრო გვიან ჩატარდეს, ოცნებას ეჩქარება ეს არჩევნები. ფიქრობენ, რომ ზაფხული უშველით, მაგრამ მე ამის არ მჯერა. სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნები იქნება 2 ოქტომბერს და კანონშიც ჩაიწერება ეს, რომ მერე აღარ დაველოდოთ ამ საკითხს", - ამბობს ვაშაძე.