logo
ENG



გიორგი ვაშაძემ სწრაფი ტესტების პრეზენტაცია გამართა

23 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც ჟურნალისტების თანდასწრებით კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაიტარა. 

„ეს არის პატარა კასეტა, რაზეც ახლა ხდება ჩემი სისხლის წვეთის დაწვეთება მოხდება, ესეც საკმარისია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, სწრაფ ტესტზე პასუხი 10 წუთში იქნება და ქვეყანაში ნომერ პირველი ამოცანა სწორედ სწრაფი ტესტების გამოყენებაა. 

„დღეს მარნეულში პირველი, რაც უნდა ხდებოდეს, ეს მყისიერი შემოწმებაა მოქალაქეების კორონავირუსზე. მარნეულში უდნა იყოს ლაბორატორია, რომელიც რისკ-ჯგუფის ადამიანებს სწრაფ ტესტებს უკეთებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი მთავრობას მოუწოდებს, რომ მსგავსი ტესტები ჩამოიტანონ საქართველოში. ის ხელისუფლებას ტესტების ჩამოტანაში დახმარებას სთავაზობს. ტესტირების შედეგად ვაშაძეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა