logo
ENG



გიორგი კეპულაძე: საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირება არ არის ეკონომიკურად გამართლებული

13 მარ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას ექსპერტები აფასებენ.

ექსპერტების შეფასებით მთავრობამ სწორედ გააკეთა აქცენტი ტურიზმის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათი თქმით ეს სფერო განსაკუთრებით დაზარალდა და ქვეყნის ეკონომიკა მასზე დიდ წილად არის დამოკიდებული.

ექსპერტები ასევე ფიქრობენ, რომ გადასახადების გადავადების ნაცვლად, გადასახადების შემცირება უმჯობესი იქნებოდა.

„გეგმა რაც მოვისმინე ჩვენი მთავრობის მხრიდან არის ადეკვატური. ის რომ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აპირებს ხარჯების გაზრდას მთავრობა, ამით ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, ეს არის მისასალმებელი, საინტერესოა ისიც, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნეს სექტორიდან წამოსული წუხილები და ის აპირებს, რომ შეღავათები დაუწესოს გადასახადებზე. ის რომ სუბსიდირებით ეცდება მთავრობა რომ დაფაროს სასტუმროების ნაწილის სასესხო პროცენტი ეს არ არის ეკონომიკურად გამართლებული“,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსნებთ, 18 ათას კომპანიას ქონების გადასახადები ოთხი თვით გადაუვადდება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო, ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების თქმით, მთავრობა ტურიზმის სექტორის დახმარებას გეგმავს და მცირე ზომის სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტების სუბსიდირებას აპირებს.

 


close დახურვა