logo
ENG



გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიიყვანეს

20 დეკ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძეა.

გამოკითხვაზე უწყებაში იმყოფებოდა გიორგი კირთაძეც.

გამოძიების მიმდინარეობაზე დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 15:00 საათზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგია ჩანიშნული.

გუშინ, 19 დეკემბერს, კირთაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირი ჩართვის დროს მიაყენეს. თავს დაესხნენ ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც.

 


close დახურვა