პატარაობიდან ამ თამაშებს რომ ვუყურებდი, ძალიან მინდოდა, მეც ამ თამაშებზე მეთამაშა. დღეს ბომბარდირი ვარ და დღეს საქართველო გავიდა მერვედფინალში. ყველა ემოცია არის ერთად და ძალიან გახარებული ვარ.
მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რომ ჩვენს გვერდით არიან და მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავახაროთ ყველა.