logo
ENG



გიორგი მშვენიერაძე: ხელისუფლებამ ჩვენ გაგვწირა უვადო უსამართლობისთვის

15 დეკ 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
i7tm6gzqxls0omk.jpg

„აშშ-ის საელჩომ და ევროსაბჭომ გვითხრა, რომ ხელისუფლებამ ჩვენ გაგვწირა უვადო უსამართლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა იმედები გაუცრუა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს.

„მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია პარტნიორებში და ჩვენშიც. ეს გვითხრეს მათ იმ განცხადებებით, რომლებიც გავრცელდა. ევროკავშირის მომხსენებლებმა, აშშ-ის საელჩომ და ევროსაბჭომ გვითხრა, რომ ხელისუფლებამ ჩვენ გაგვწირა უვადო უსამართლობისთვის“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკას აფასებენ. მესამე სექტორის წევრები მიიჩნევენ, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით იმედგაცრუებულები არიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ პროცესზე კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა პარტნიორების, მათ შორის, ვენეციის კომისიის რჩევები.

 


close დახურვა