რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 15 მაისს დააკავეს. ამასთან, საქმეშ გაჩნდა ახალი ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს.
გამოძიება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.