გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება, პროკურატურა ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავს. მათ შორის არიან რურუას დაცვის წევრი და მძღოლი, რომლებიც ესწრებოდნენ მისი დაკავების პროცესს.
რურუას სურდა მოსამართლისთვის თავისი პოზიცია გაეცნო და მან აღნიშნა, რომ საქმეში პროცედურული დარღვევებია, რაც ფაქტობრივად მანამდე პროკურორმაც დაადასტურა. ამ გარემოების გამო, რურუამ დღესვე სხდომიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული მოსამართლე არ დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.