გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უცნობია თუ რას ეძებდნენ ჟურნალისტის ყოფილი ცოლის სახლში, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, წაღებული არაფერია.
უფრო მეტი დეტალი ფორმულას 20:00-საათიან გამოშვებაში.
აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ვახო სანაიას ეთერში საქმის ოქროს მოწმემ რეზონანსული განცხადებები გააკეთა. კონსტანტინე ციხისთავმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიასვილმა დაგეგმეს და შეასრულეს.