logo
ENG



გიორგი შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობას ტოვებს

07 ოქტ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 

თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქით გაავრცელა.

შარვაშიძე რექტორად 2016 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი ის 2020 წელს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2024 წლამდე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად ის ვადაზე ადრე ტოვებს რექტორის პოსტს.

როგორც შარვაშიძე ამბობს, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო.

"ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს. დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად", - აცხადებს შარვაშიძე.


close დახურვა