logo
ENG



გიორგი ცაგარელისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი კონსერვატორიაში

12 ნოე 201920:54
3 წუთის საკითხავი
 
g7z9p9zdlll2pnd.jpg

კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი ცაგარელისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობის კონცერტია.  საღამოზე ჯონ ადამსის, გევინ ბრაიერსის, გია ყანჩელის, ნიკა მაჩაიძის, ნატალია ბერიძის, ალექსანდრე კორძაიას მუსიკა შესრულდება. საღამოს სპეციალური სტუმარი კი, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტის ავტორი - კაიაკატაა. 

გიორგი ცაგარელი  საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიან შემადგენლობასთან ერთად კონცერტისთვის ემზადება.  

ნიკა მაჩაიძის მიერ სიმებიანი შემადგენლობისთვის სპეციალურად გაკეთებული „კაიაკატას" მუსიკა შესრულდება. რეჟისორის, კომპოზიტორისა და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის როლი კონცერტში ამით არ სრულდება. ის ასევე აუდიო და ვიდეო დიზაინზეა პასუხისმგებელი. 

სპეციალურად ამ საღამოსთვის დაიწერა ნოტები ვიოლინოსთვის, ალტისთვის, ჩელოსა და კონტრაბასისთვის. უკვე კარგად ნაცნობი თუ თანამედროვე ავტორების შემოქმედების მოსმენა ხვალ, 13 ნოემბერს, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზშია შესაძლებელი.

 


close დახურვა