პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება საგარეჯოში მომხდარს ეხმიანება და ამბობს, რომ ერთ-ერთი დაჭრილი მათი პარტიის წევრია, რომლის სიცოცხლესაც "ამ მომენტისთვის, საფრთხე არ ემუქრება".
გირჩი - მეტი თავისუფლება გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"საგარეჯოში მოხდა უმძიმესი ტრაგედია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
დაჭრილია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საგარეჯოს სიის პირველი ნომერი.
ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ პარტიაში.
* * *
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.
თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენი დაჭრილების მდგომარეობა კი სტაბილურია.
თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.
თავდასხმის დეტალები - სრულად.