logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის გიორგი მოსიაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა

10 მაი 202417:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/5hjnoqoqmrskojt.jpg

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის და გირჩი TV-ის თანამშრომლის - გიორგი მოსიაშვილის სახლში თბილისის კრიმინალური პოლიცია მივიდა. 

"გიორგი მოსიაშვილს თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. მეტი ინფო ჯერ არ მაქვს. ვარკვევთ", - აცხადებს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანა ყურაშვილი.

როგორც გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ გუშინ სამთავრობო მედიებმა მოსიაშვილს 2-3 წლის წინანდელი ფაბრიკაცია გაუვრცელეს. 

"არ ვიცით რას ედავებიან ერთადერთი, რაც ვიცით ისაა, რომ გუშინ იმედმა და POSTV-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია", - წერს ჯაფარიძე. 

ცოტა ხნის წინ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დღეს უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენრის შემდეგაც მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა.

ბოლო დღეებში უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს.

 

 

 
 

close დახურვა