გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა გუშინ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან.
პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ."
"ის, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება ნათლად აჩვენებს რამდენად შეშინებული და უმწეოა საქართველოს რუსული ხელისუფლება. კრიმინალების ნაწილი უკვე ამოცნობილია და ამოვიცნობთ ყველა დაჯგუფებას, დავადგენთ ყველა მოძალადის ვინაობას, ავტომანქანის ნომერს. რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ყოფნის მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობა არათუ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას, არამედ მეტი სოლიდარობით, მოტივაციითა და შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!", - წერია განცხადებაში.