"გირჩის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მესამე შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის თემა ოპოზიციის წევრებს შორის სამართლებრივ სისტემაში არსებული ხარვეზები და სასამართლო სისტემის რეფორმა იყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სამოსამართლო კორპუსის განახლება და მოსამართლეთა არჩევითობა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება, აუცილებელი იქნება სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმირება.
"ვცდილობთ, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვექნება მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება. გვაქვს ისეთი გამოცდილება, როდესაც ხელისუფლებები იცვლებოდნენ ისინი იბარებდნენ მართლმსაჯულების სისტემას ხელუხლებლად. აქედან გამომდინარე ყველა ხელისუფლება ხდებოდა მართლმსაჯულების სისტემის მძევალი. ის საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გვაქვს, დასანგრევია“, - აღნიშნა "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ.