პროტესტი ტოტალური მოსმენების წინააღმდეგ - "ასე დაიფშვნება სუსი" - პარტიის "გირჩი, მეტი თავისუფლება" - წევრებმა ლილუაშვილის უწყების წინ თეთრი შკოდა მიიყვანეს და დალეწეს. პერფორმანსს სამართალდამცველების წინააღმდეგობა მოჰყვა. პოლიცია ეცადა, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის სხვა ლიდერებისთვის ხელი შეეშალა, საბოლოოდ კი დაპირისპირება დაკავებით დასრულდა. გირჩის ორი წევრი - საბურთალოსა და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები ადგილზე აიყვანეს.
გირჩის პროტესტი სუს-ის შენობასთან და დამსხვრეული შკოდა
16 სექ 202120:12
3 წუთის საკითხავი