logo
ENG



გირჩის წარმომადგენლებს პოლიცია წინასაარჩევნო ყრილობის ჩატარების საშუალებას არ აძლევს

16 ოქტ 202023:36
3 წუთის საკითხავი
 
xu5vd1psd0lqudr.jpg

გირჩის წარმომადგენლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია წინასაარჩევნო ყრილობის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. როგორც ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, ამ წუთებში მათ შტაბში შევარდნილი არიან შსს-ს ფორმაში გამოწყობილი ხალხი და გირჩის აქტივისტებს აგიტაციის ჩატარებაში ხელს უშლიან.

"იქნებ დაუყონებლივ გაარკვიოთ ვინ არიან ეს ხალხი? თუ თქვენი უწყების თანამშრომლები არიან, იქნებ სასწრაფოდ აუხსნათ რომ მათ არ აქვთ უფლება ხელი შეგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანიაში. თუ თვითმარქვიები არიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, იქნებ დაგვეხმაროთ მათი იქიდან მშვიდობიანად გაყვანაში", - წერს ზურაბ ჯაფარიძე. 

გირჩის შტაბი Sakhelosno BAR-ში რამდენიმე კვირაა ფუნქციონირებს.

როგორც ფორმულას გირჩის პრესსამსახურმა განუცხდა, პოლიცია მათ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, თუმცა ისინი კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედებენ.

"საპატრულო პოლიციის სამსახური და შრომის ინსპექციაა მოსული, ცდილობენ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო ყრილობა ჩაშალონ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვარღვევთ კანონს, არადა ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, ვართ სხვადასხვა ლოკაციაზე. 

დაკავებულები ჯერჯერობით არავინ არ არის, ვჩხუბობთ და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაგვიშალონ. ვცდილობთ, რომ ჯარიმა არ დაიწეროს, ვუხსნით, რომ საარჩევნო კამპანია გვაქვს. ხელს გვიშლიან და არ ჰქონდათ არანაირი უფლება, რომ შემოსულიყვნენ ჩვენს კერძო საკუთრებაში. ეუთოს სადამკვირვებლო მისიასაც დავურეკეთ, მოდიან და გაარკვევენ სიტუაციას", - აცხადებს გირჩის პრესსამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გირჩის მიერ ბარებში მოწყობილ პარტიულ ოფისებში მიდიან, ეუბნებიან, რომ აჯარიმებენ, თუმცა მათთვის შესაბამისი დოკუმენტი არ გადაუციათ.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათიდან დაიხურა. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურ კამპანიებზე არ ვრცელდება.

მასალა განახლდება


close დახურვა