logo
ENG



გმირების ოჯახები რუსეთთან ფრენებზე

19 მაი 202321:17
3 წუთის საკითხავი
 

ჩემი დამოკიდებულება ვერანაირად ვერ იქნება დადებითი, რუსეთი არის მტერი - ასეთია საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლის პოზიცია რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მაკა ჩიკვილაძე ხელისუფლებას ახსენებს, რა გაუკეთეს ოკუპანტებმა გიორგი ანწუხელიძეს; როგორ მოკლეს ქართველი ჯარისკაცი წამებით აგრესორებმა. რუსეთი არის მტერი და ასე იქნება ყოველთვის. ფრენების აღდგენა ჩემთვის მძიმეა - სწორედ ამ გზავნილებს იღებდა დღეს მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რუსული სისასტიკე საკუთარ თავზე გამოცადეს. აცხადებენ, რომ პუტინი მარცხდება უკრაინაში თუმცა ამ ხელისუფლების ხელშეწყობით იმარჯვებს საქართველოში. 

 


close დახურვა