თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 5 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილი, სავარაუდოდ, განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებულები ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.