"ამ ომს ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოიგებ" - რა შეუთვალეს სოსო გოგაშვილს ციხეში. სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება მისცა. გამოკითხვა რუსთავის ციხეში დღეს 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა დეტალურად აღწერა გომელაურთან ტელეფონით კომუნიკაციის ოთხივე შემთხვევა, რომელიც პატიმრის მტკიცებით, ციხის საშხაპეში გაყვანის დროს შედგა. გოგაშვილი საგამოძიებო სამსახურს ეუბნება, რომ გომელაურმა ივანიშვილის მუქარა გადასცა.
გოგაშვილის სკანდალური ბრალდებები - გამოკითხვა რუსთავის ციხეში
15 აგვ 202220:05
3 წუთის საკითხავი