logo
ENG



გოგაშვილის ქონების დაყადაღება გრძელდება

23 სექ 202219:44
3 წუთის საკითხავი
 

სოსო გოგაშვილი მხილებას არ შეწყვეტს - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის პასუხი ციხიდან ადვოკატმა გამოიტანა. სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი პირობას დებს, რომ ხელისუფლება მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. გოგაშვილი ამით დღევანდელ ფაქტს გამოეხმაურა. დღეს დილით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახლში კვლავ სუს-ის წარმომადგენლები მივიდნენ. ამჯერად ინტერესის საგანი გახდა ავტომანქანები. ქონების დაყადაღება გრძელდება - ამჯერად ხელისუფლების გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებებს შეეხო. სუს-ის დღევანდელ ნაბიჯს წინ უძღოდა სასამართლო კლანსა და გოგაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირება. 

 


close დახურვა