აქტივისტსა და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილ წევრს გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომელიც წულაიას გათავისუფლებას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
გოგი წულაია გუშინ 17 მარტს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ წულაიამ მასზე იძალადა, ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა". მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აქვს.
წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.